Tuesday, November 19, 2019

ჩვენი სკოლის საოცნებო გარემო


სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისისN106 საჯარო სკოლის

მუსიკის პრაქტიკოსი მასწავლებლის ნათია გოგნიაშვილის მიერ ჩატარებული

სოციალური პროექტი

 

თემა: ჩვენი სკოლის საოცარი გარემო

ავტორი მასწავლებელი:  ნათია გოგნიაშვილი

მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.

კლასი  - VI2

პერიოდი - 2019 წლის 25.10-19.11.




თემის აქტუალობა

სკოლის ასაკში იწყება, ვითარდება და პრაქტიკულად სრულდება ადამიანის პიროვნული ზრდა-განვითარება, რადგან ძირითად ღირებულებით კატეგორიებს მოსწავლე სწორედ სასკოლო განათლების მიღებისას ეზიარება.

ჩვენს სკოლებში მოსწავლე პრიორიტეტია, თუმცა მათი უმეტესობა ამას ვერ გრძნობს. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ყველა აქტივობა მათი წარმატებისათვის იგეგმება. ბევრ საკითხში აშკარაა სიახლეების მიმართ სკოლების ღიაობა, მაგრამ პრინციპული ცვლილებები შესამჩნევი არ არის - სკოლა და სასწავლო პროცესი მოსწავლისათვის ნაკლებად მიმზიდველია, სურს, სწრაფად დატოვოს აღნიშნული სივრცე გაკვეთილების დასრულებისთანავე; უკეთეს შემთხვევაში სწავლობს პასუხისმგებლობისა და საჭიროები გამო; დაბალია მასწავლებელსა და  მოსწავლეს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის ხარისხი.  მიუხედავად დეკლარირებული ცვლილებებისა, ქართული საგანმანათლებლო სივრცე  ნაკლებად ახორციელებს მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშემწყობ აქტივობებს, უპირატესია აკადემიური მოსწრება და მასთან დაკავშირებული აქტივობები. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებების განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ  მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი უფროსი თაობა (მშობლები, მასწავლებლები) არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროექტი კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების   მონაწილეობით.

პროექტის მიზანი:

1. სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე თანაბარი ზრუნვის ხელშეწყობა; 
2. მოსწავლეთათვის სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა არასტანდარტულ სასკოლო გარემოში; 
3. ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოს შეცვლა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის; 
4. მოსწავლეთა თვითდამკვიდრების არაძალადობრივი საშუალებების ხელშეწყობა.

 

პროექტის ამოცანები

I ეტპაზე -პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

მშობელთა კრების მოწვევა;-

II ეტაპი - პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;

III ეტაპი - კითხვარების შედგენა; ინტერვიუს ჩატარება ( რა მჭირდება სკოლაში პოზიტიური განწყობისთვის?)

IVეტაპზე- ინტერვენცია -სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;

Vეტაპზე-მოსწავლეთა უშუალო ჩართვა აქტივობებში:
საკლასო ოთახის შეცვლა მოსწავლის პირადი სივრცე  - მოსწავლეების მასწავლებლისა და სტუმრის სამუშაო მაგიდა ერთნაირი და ერთ სივრცეში პარიტეტული გარემო;

VIეტაპზე- .საბოლოო შეხვედრა მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:

ü  მოსწავლეები გამოავლენენ საკუთარ განწყობებსა და დამოკიდებულებებს სასკოლო გარემოს მიმართ;

ü  გაუმჯობესდება ურთიერთობა მოსწავლეებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს, მოსწავლესა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის;

ü  გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში;

ü   მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს და საქმიანობებს;

ü  დაინტერესდებიან სასწავლო პროცესით;

ü  პედაგოგები გაეცნობიან მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეებში მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნისკენ მიმართულ გამოცდილებას;

შეძენილი გამოცდილებით სკოლის პედაგოგები დაგეგმავენ სამომავლო აქტივობებს.

 

მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:

 სკოლა და სასწავლო პროცესი გახდება მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და საინტერესო.

რესურსები

 მუყაო, საღებავები, ბურთები, მაგიდები,  ....

ელექტრონული - Word , Excel ,  Power Point;

საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;

ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.

პროექტის შეფასება

 შედეგი გაიზომება

გაზომვადი: მოსწავლეთა ჩართულობით, პედაგოგთა ჩართულობით, მშობელთა ჩართულობით, შექმნილი რესურსების რაოდენობით.

დაკვირვებით:

1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე.

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -

შიდა მონიტორინგი - მასწავლებელი აკვირდება სამივე ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობას.

გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

 

შესაძლო რისკები:

შესაძლოა სრულყოფილად ვერ მოხერხდეს დაგეგმილი აქტივობებისათვის საჭირო რესურსების მოძიება-შეძენა;

ასევე, მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ.

ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მშობელთა მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად, აქტიური პროპაგანდის აქტივობები - სასკოლო ღია კარის დღეები; ხოლო რესურსები ჩანაცვლდება თვითნაკეთი ნივთებითა და საშუალებებით.

 

პროექტის კალენდარი

 

აქტივობის დასახელება
25.10.19
29.10.19
4.11.19
8.11.19
12.11.19
19.11.19
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
     X
 
2. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა; მონიტორინგის ჯგუფის შექმნა;
X
 
3.ფოკუსჯგუფის შერჩევა; კითხვარების შედგენა; ინტერვიუს ჩატარება ( რა მჭირდება სკოლაში პოზიტიური განწყობისთვის?)
 
     
X
 
4 ინტერვენცია -
სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
     
X
 
5.მოსწავლეთა უშუალო ჩართვა
 აქტივობებში:
საკლასო ოთახის შეცვლა მოსწავლის პირადი სივრცე  - მოსწავლეების და მასწავლებლის სტუმრის სამუშაო მაგიდა ერთნაირი და ერთ სივრცეში პარიტეტული გარემო;
X
 
6.საბოლოო შეხვედრა მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, როექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
X



 
ფოტოების გამოქვეყნებაზე ნებართვა ავიღე მშობელთა კრებაზე





 

მასწავლებელი: ნათია გოგნიაშვილი

19.11.2019 წ.


 

 

ჩვენი სკოლის საოცნებო გარემო

სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მუსიკის პრაქტიკოსი მასწავლებლის ნათია გოგნიაშვილის მიერ ჩ...